ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს – პრემიერი

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება კორონავირუსს გაუმკალავდა.

“ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გამოჩენილმა სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს
ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გამოჩენილმა სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს როგორც გაზაფხულზე, პანდემიის დასაწყისში, ისე მეორე ტალღის დროს”,- ამბობს ღარიბაშვილი.

პრემიერი აღნიშნავს, რომ უმძიმესი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები და გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა.

“იყო ძალიან სერიოზული გამოწვევები, მოკლე დროში ჩვენ დაგვჭირდა პანდემიის მართვის რეჟიმზე გადასვლა და უნდა ითქვას, რომ ამ გამოწვევებს ეფექტიანად ვუპასუხეთ.
მართალია, მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტმა გაართულა ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება, მაგრამ, მერწმუნეთ, ჩვენი მთავრობა, თითოეული უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მიიღოს.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ვითარება ნამდვილად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს და რეგულაციების უმეტესობა შევამსუბუქეთ, ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება. ჩვენ ვსწავლობთ ვირუსთან თანაცხოვრებას. მჯერა, ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმის, რომ დაუშვებელია ყურადღების მოდუნება და დაწესებული რეკომენდაციების უგულებელყოფა. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ, საბოლოოდ დავძლიოთ ეს გამოწვევა“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.