“ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. წერტილი!“–გახარიას პარტია

“ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. წერტილი!“– ეს განცხადება პარტია “საქართველოსთვის” სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. ეს არის პასუხი კითხვაზე, ვისთან აპირებს გაერთიანებას გახარიას გუნდი, რომელიც განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც სტრატეგია აღმაშენებლისა და ნაციონალური მოძრაობის გაერთიანების შესახებ გამოცხადდა, ოპოზიციაში კი მოსალოდნელ გაერთიანებებზე დაიწყო საუბარი.