„ჩვენი დროშა ყვითელ-ლურჯია“–უკრაინამ უპასუხა რომის პაპის მოწოდებას თეთრი დროშა აღმართოს

„ჩვენი დროშა ყვითელ-ლურჯია“–ასე უპასუხა უკრაინამ  რომის პაპი ფრანცისკეს, რომელმაც შვეიცარიულ მაუწყებელ RSI-თან ინტერვიუში მოუწოდა რუსეთს და უკრაინას “მოლაპარაკებისკენ, სანამ სიტუაცია გაუარესდება”. მის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა მთელ მსოფლიოში კრიტიკა.

უკრაინამ განაცხადა, რომ ის არასოდეს “აწევს თეთრ დროშას”. „ჩვენი დროშა ყვითელი და ლურჯია. ეს არის დროშა, რომლის ქვეშ ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ. ჩვენ არასდროს აღვმართავთ სხვა დროშებს“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადეკ სიკორსკიმ დასვა კითხვა, რატომ არ მოუწოდებს რომის პაპი ვლადიმერ პუტინს, გამოიჩინოს გამბედაობა და გამოიყვანოს რუსული არმია უკრაინის ტერიტორიიდან.

ანდრიი იურაშმა, უკრაინის ელჩმა ვატიკანში, პონტიფიკოსის კომენტარები შეადარა მათ, ვინც მეორე მსოფლიო ომის დროს ადოლფ ჰიტლერთან მოლაპარაკებების მომხრე იყო. სოციალურ ქსელებში ბევრმა უკრაინელმა, მათ შორის უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა, მკვეთრად გააკრიტიკა პონტიფიკოსის განცხადება.

ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, რომელმაც გამოიყენა ტერმინი „თეთრი დროშა“, პაპმა თქვა: „ვფიქრობ, უფრო ძლიერი ის არის, ვინც ხედავს სიტუაციას, ვინც ფიქრობს ხალხზე, რომელსაც აქვს გამბედაობა თეთრი დროშა აწიოს მოლაპარაკებების დასაწყებად. და დღეს შეგიძლიათ შეგიძლიათ მოლაპარაკება აწარმოოთ სხვა სახელმწიფოების  დახმარებით. სიტყვა “მოლაპარაკებები” თამამი სიტყვაა. როცა ხედავ, რომ მარცხდები, რომ საქმეები კარგად არ მიდის, უნდა გქონდეს გამბედაობა მოლაპარაკებისთვის. გრცხვენიათ, მაგრამ რამდენი სიკვდილით დასრულდება ეს?”

ვატიკანის სპიკერმა მოგვიანებით განმარტა, რომ რომის პაპი საუბრობდა საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე და არა უკრაინის პირდაპირ დანებებაზე.