“ფაქტები გავიხსენოთ, რა მოხდა ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ერთადერთი, რაც “დავაშავეთ”, არის ის, რომ არ დავუთმეთ ნაცმოძრაობას ხელისუფლება. ერთადერთი ჩვენი “დანაშაული” არის ის, რომ არ გადავაბარეთ. სხვა დანაშაული ჩვენ არ მიგვიძღვის, ერთი, რომ არ გადავაბარეთ ხელისუფლება და სასამართლო არ მივეცით. ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. ორი მიმართულებით იყო ზეწოლა, საბოტაჟი თავიდან ბოლომდე ემსახურებოდა ორ რამეს – ერთი, რომ გადაგვებარებინა ნაცმოძრაობისთვის პარლამენტი, ანუ, რიგგარეშე არჩევნები და ა.შ. ეს იყო მათი მოთხოვნა, ასეთი სცენარი ჰქონდათ შემოთავაზებული. მეორე – პირდაპირ უტევდნენ სასამართლოს იმისათვის, რომ თვითონ შეეღწიათ ამ სისტემაში, რასაც ჩვე, ბუნებრივია, ვერ დავუშვებდით.”
აცხადებს ” ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.