„ჩვენი ვალდებულებაა, რომ საქართველოში დემოკრატიის რეალური წინსვლა უზრუნველვყოთ და საკონსტიტუციო სასამართლოს გზით ისეთი პარტიების აკრძალვა მოვითხოვოთ, რომლებიც ამ მავნებლურ საქმიანობას ეწევიან. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებლობა არსებობს, იგივე პირებმა სხვა სატელიტი პარტიები შექმნან, ამიტომ, საკანონმდებლო წესი იქნება, რომლის მიხედვითაც, პარტიის შექმნა იგივე პირთა წრეს არ შეეძლება. ბუნებრივია, გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს. ოპოზიცია, რომელიც ამ საკითხს აპროტესტებს, უმეტესად რადიკალური, ექსტრემისტული დაჯგუფებებია, რომელთა საქმიანობაც არის არა პოლიტიკა, არამედ ქვეყნის აყირავება და რევოლუცია. ამიტომ ცხადია, რომ მათ ეს კანონპროექტი არ მოსწონთ. მათ არაფერი მოსწონთ ისეთი, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას და დემოკრატიის დაცვას ემსახურება”,

ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.