“ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლება გეგმავს ენმ-ის ოფისში პროვოკაციას”- ამის შესახებ, ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლება გეგმავს ენმ-ის ოფისში პროვოკაციას. გეგმავს პროვოკაციას იმისთვის, რომ ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენს ხელში არის უდიდესი მორალური უპირატესობა, რადგან ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს. მარტივია ამ პროვოკაციის მოწყობა -შემოაგზავნონ ვინმე, ატეხონ ერთი ამბავი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციას. ხელისუფლებას ვაფრთხილებ, რომ შეეშვას პროვოკაციას”, – ამბობს დეკანოიძე.