“საარჩევნო ოლქების უმრავლესობაში ფიქსირდება მაღალი აქტივობა, თუმცა აუცილებელია კიდევ უფრო მაღალი აქტივობა, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში არ დავუშვათ იმ პოლიტიკური ძალის გამარჯვება, რომელსაც ერთადერთ მიზნად ქვეყანაში არეულობის კერების შექმნა აქვს დასახული. არსებული მონაცემებით უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20-დან 18 მუნიციპალიტეტში. ნაცმოძრაობის კანდიდატები 2 მუნიციპალიტეტში არიან ახლოს 50%-იან ზღვართან. შესაბამისად, საჭიროა ამომრჩევლის მაქსიმალური აქტივობა, რათა ბოროტებამ არცერთ მუნიციპალიტეტში არ გაიმარჯვოს”

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.