ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს.
“ნუ დავივიწყებთ ჩვენს მხარდაჭერას პრო-ევროპული და დემოკრატიული ძალების მიმართ უკრაინაში, ბელარუსსა და საქართველოში. უახლესი მოვლენები თბილისში – ჩვენი მეგობრის, ნიკა მელიას და კოლეგების დაკავება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ ვერ დავტოვებთ მათ მარტო საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში”, – წერს ტუსკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
Let us not forget our support for pro-European & democratic forces in #Ukraine, #Belarus & #Georgia. Recent events in Tbilisi, the arrest of our friend Nika Melia & colleagues, raised particular concerns. We cannot leave them alone at this critical moment of Georgian history.
— Donald Tusk (@donaldtuskEPP) February 25, 2021