„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბორჯომში, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა, რომ არსებული მთავრობა არა მშობელი, არამედ ცუდი ძიძაა, რომელიც „უნდა ჩამოვაცილოთ და ხალხს მივცეთ ძალაუფლება“.
ოპოზიციამ კიდევ ერთ შეთანხმებას პარტია გირჩის ინიციატივით მიაღწია.
„ჩვენ შევჯერდით საკითხების საკმაოდ ფართო სპექტრზე. მოვნიშნეთ მიმართულებები და პრინციპები იმის, თუ საით უნდა წავიდეთ. ეს არის საკუთარ ცხოვრებაზე გადაწყვეტილებების მიღების დაბრუნება ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, ხალხისთვის. ეს შეეხება თვითმმართველობას, სამართალდამცავ ორგანოებს, ფულს, რომელსაც ისინი საკუთარი შრომით მოიპოვებენ. ჩვენი მთავრობა ვითომ ყველას მშობელია და სინამდვილეში ცუდი ძიძაა, უნდა ჩამოვაცილოთ და ხალხს უნდა მივცეთ ძალაუფლება. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკური მონსტრი, რომელიც უნდა დაიშალოს.
ჩვენ ისტორიაში პირველად, ოპოზიცია არ არის ერთი ბელადის ქვეშ გაერთიანებული, არამედ ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და კონკურენტია, იჩენს სიმწიფეს და წინასწარ თანხმდება იმაზე, რაც გასაკეთებელია“, – თქვა ბოკერიამ.