გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მისი მიზანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების შერიგებაა.
“ამ ფაქტს [კარტოგრაფების გათავისუფლებას] არ უკავშირდებოდა ჩემი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი. მე ვულოცავ გათავისუფლებას ივერი მელაშვილსა და ქალბატონ [ნატალია] ილიჩოვას. ამ ქვეყნისთვის არის კარგი, რომ მას არ ჰყავდეთ პოლიტპატიმრები.
ჩვენ 3 პოლიტიკური პატიმრისთვის კი არ ვიბრძვით, ჩვენი მიზანია ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის შერიგება და ამ შერიგების გამოხატულება იყოს პარლამენტში შესვლა და ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში. თუ ეს პროექტი განხორციელდა, ამის გამო არ გვეყოლება პოლიტპატიმრები”, – ამბობს იაგო ხვიჩია ფორმულასთან საუბრისას.