დღეს პარიზში „მსურველთა კოალიცია“ იკრიბება.
ჩვენი მიზანი ნათელია:
უკრაინისთვის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიების უზრუნველყოფა.
ეს მოიცავს უკრაინის ძლიერ შეიარაღებულ ძალებს, რომლებსაც მომავალი თავდასხმების შეკავება შეეძლებათ; მრავალეროვნულ ძალებს შეკავებისთვის და სავალდებულო ძალისხმევებს უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის მხრიდან მომავალი თავდასხმის შემთხვევაში.
უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში იქნება როგორც უსაფრთხოების მთავარი გარანტია, ისე ჩვენი ტრანსფორმაციული კეთილდღეობის შეთავაზების ცენტრალური სვეტი.
წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.















