“ჩვენი მოკვლევით საქმეში მთავარი ბრალდებული უნდა იყოს ნიკა ჟვანია“–გვარამია შაქარაშვილის საქმეზე

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ საქმეში მთავარი ბრალდებული ნიკა ჟვანიაა. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრა.

“ჩვენი მოკვლევით, ჩვენი გამოძიებით და ჩვენი წყაროების ცნობით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის მომარჯვებული საგნის – ე.წ დრინის, გადამწვარი მტკიცებულებების, პროკურატურის ვერსიის შეუძლებლობის და ა.შ. ერთიანობით მივდივართ დასკვნამდე, რომ ამ საქმეში მთავარი ბრალდებული უნდა იყოს ნიკა ჟვანია, რომელიც დღეს მთავარი პასუხისმგებლობის მიღმაა დატოვებული და მისი ბრალი რაში მდგომარეობს არც ვიცით.

იგი დაკითხულია ყველაზე გვიან და მემგონი ერთადერთხელ. გვამი გადაადგილებულია, უფრო სწორედ ჯერ კიდევ სიცოცხლეში არის გადაადგილებული და აქედან მოდის ლაქები წინ და უკან, როგორც ქალბატონმა მარიამ ჯიშკარიანმა თქვა. საქმეში ჩარეულია ექიმი, რომელმაც დაასკვნა, რომ ეს ადამიანი ვერ გადარჩებოდა და ამის შემდეგ ხდება გიორგი შაქარაშვილის წყალში ჩაგდება და პრაქტიკულად ასფიქსია ანუ დახრჩობა კვალის მოშორების მიზნით.

ეს არის ისტორია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე. ახლა რას იზამს პროკურატურა, არის მისი საქმე. ოღონდ ეს საქმე ამ პროკურატურის მიერ თუ არა სხვა პროკურატურის მიერ აუცილებლად გაიხსნება და ბატონი ჟვანიას პასუხისმგებლობაც მოეჩვენებათ ანიმაციად იმ ადამიანებს, ვინც ამ ყველაფერს  ხელს აფარებს, -ამბობს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 დაკავებულს, მათ შორის, ორ არასრულწლოვანს ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმდა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრესსაგამოძიებო უწყებამ სპეციალური ვიდეორეკონსტრუქციაც გაავრცელა.

პროკურატურის ვერსიას ენდობა შაქარაშვილის ოჯახი. გარდაცვლილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ მათ პრეტენზიები კითხვები გამოძიებასთან არ აქვთ და ამბობს, რომ პროკურატურამ დანაშაული გახსნა.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული