ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მათი მოწოდება შეზღუდვების მინიმალურად მოხსნა იქნება.
მისი განცხადებით, ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქების შესახებ მსჯელობა შემდეგ დღეებში იქნება.
„რაც შეეხება შეზღუდვებს, ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად, ვინაიდან ის სტაბილიზაცია, რომელიც დღესაა მიღწეული, არ იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს. იცით, რომ პირველ რიგში კომუნიკაცია გვექნება კერძო სექტორთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებენ ისინი ყველა იმ მითითების აღსრულებას, რომელიც ეპიდემიოლოგებს და შრომის უსაფრთხოების სამსახურს ექნებათ“,-განაცხადა ტიკარაძემ.
გუშინ პრემიერმა გახარიამ თქვა, რომ წელს ახალ წელს “ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ” და მობილობა მაქსიმალურად შევამციროთ.