“ჩვენი პარტია მზადაა დაუჯდეს კობახიძეს და აჩვენოს რა გაყალბდა და როგორ”- პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მზადაა მისი პარტია ირაკლი კობახიძეს დაუჯდეს დებატებში და აჩვენოს რა როგორ გაყალვდა არჩევნების დღეს. გუშინ ქართული ოცნების ერთ–ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია დებატებში გაიწვია.
“რამდენიმე წელიწადია ოცნება უარს ამბობს დებატებზე. არჩევნების წინაც კი გაექცნენ დებატებს. ეხლა გაყოყოჩებულა კობახიძე და აბდუშაჰილივით დოინჯშემოყრილი დადის თურმე – დამიჯდნენ დებატებშიო. აგერ ვართ ჩვენი პარტია – მოქალაქეები და ნებისმიერი ჩვენგანი მზადაა დაუჯდეს კობახიძეს და აჩვენოს რა გაყალბდა და როგორ”- წერს ალეკო ელისაშვილი.