ჩვენი პირველადი დიაგნოზით იყო მრავლობითი დაზიანება – ჩხაიძე ნაცემი პატიმრის გარდაცვალებაზე

“ჩვენი პირველადი დიაგნოზით იყო მრავლობითი დაზიანება” – განაცხადა ამის შესახებ კლინიკა “ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

“ჩვენთან პატიმარი 23 იანვარს. ჩვენი პირველადი დიაგნოზიც იყო ის, რაც იყო რეალურად. ეს არის მრავლობითი დაზიანება, პოლიტრავმა თავის ტვინის დაზიანებით. მას ჩაუტარდა აუცილებელი და საჭირო სამკურნალო ღონისძიებები, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ დადგა ლეტალური შედეგი”,- აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

46 წლის იოსებ გორგაძე წუხელ კლინიკა “ვივა მედში” გარდაიცვალა. კლინიკაში ის გლდანის საპატიმროდან იანვარში, მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს და მას შემდეგ კომაში იყო.