ჩვენი პოზიციის საბოლოო წერტილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა – კულება

“ჩვენი პოზიციის საბოლოო წერტილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა” – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გამორიცხა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად უკრაინის ტერიტორიის დათმობა” –

“უკრაინის ამოცანა ამ ომში არის ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება, ტერიტორიული მთლიანობისა და აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში სუვერენიტეტის სრულად აღდგენა. ეს არის ჩვენი საბოლოო პოზიცია მოლაპარაკებებზე. […] ამჟამად, რუსეთის პოზიციისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მისი უწყვეტი აგრესიის გამო, არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის არ მიმდინარეობას”.– ამბობს კულება.