“ჩვენი, პოლიტიკოსების, ვალია გადავდგათ ნაბიჯი LGBT თემის წევრების აღიარებისაკენ “-ამის შესახებ, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკოსების ვალია, გადადგან ნაბიჯი და ამოიღონ ხმა LGBT თემის წევრების აღიარებისაკენ.
“ჩვენი როგორც პოლიტიკოსების ვალია ამოვიღოთ ხმა და გადავდგათ ნაბიჯი აღიარებისაკენ, განსხვავებულის აღიარებისაკენ, ჩვენთვის არასასურველის აღიარებისაკენ, სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის აღიარებისაკენ, LGBT თემის წევრების აღიარებისაკენ, რომლებიც არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არიან ადამიანები, რომლებსაც იცავს საქართველოს კონსტიტუცია”, – აცხადებს კორძაია.