“ჩვენი რეკომენდაციაა, ფესტივალებში მონაწილეთა რაოდენობა მაქსიმუმ 100-მდე იყოს “- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
“დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ფესტივალებში მონაწილე ადამიანთა რაოდენობა. იყოს დაახლოებით მაქსიმუმ 100-მდე, იყოს იქ დაცული სრულად დისტანცია 1.5-2 მეტრი ერთმანეთთან დგომის ან ჯდომის, იყოს აუცილებლად ნახმარი პირბადე. ასევე, რეკომენდირებულია, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც მიდის დასასწრებად, იყოს ორჯერადადაცრილი ან ჰქონდეთ ჩატარებული pcr ტესტი ბოლო 72 საათში, ან ბოლო 24 საათში სწრაფი ანტიგენის ტესტი.” – განაცხადა გამყრელიძემ.