“ჩვენი სამხედროების მხოლოდ დონბასში მოქმედებით საფრთხეს ვერ უვნებელვყოფდით ” – რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, თუ რუსეთის ჯარი მხოლოდ დონბასის რეგიონში იმოქმედებდა, ვერ შეძლებდნენ უკრაინიდან მომავალი საფრთხის უვნებელყოფას.
“მინდა ხაზი გავუსვა, თუ ჩვენი სამხედროები მხოლოდ სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიაზე იმოქმედებდნენ, დაეხმარებოდნენ საკუთარი მიწების გათავისუფლებაში, ეს არ გახდებოდა საბოლოო გადაწყვეტა, არ მიგვიყვანდა მშვიდობამდე და არ უვნებელყოფდა საფრთხის ფესვებს ჩვენი ქვეყნისთვის, უკვე რუსეთისთვის. პირიქით, დონბასისა და მისი საზღვრების გარშემო ახალი ფრონტის ხაზი გაიშლებოდა. გაგრძელდებოდა სროლები და პროვოკაციები. ანუ, შეიარაღებული კონფლიქტი გაიწელებოდა სამუდამოდ, მას გამოკვებავდა კიევის რეჟიმის რევანშისტული ისტერიკა, ხოლო NATO-ს ინფრასტრუქტურა უკრაინაში უფრო სწრაფად და აგრესიულად განლაგდებოდა. ვიქნებოდით ფაქტის წინაშე, რომ ჩვენს საზღვრებთან იქნებოდა ალიანსის დამრტყმელი, მოიერიშე ინფრასტრუქტურა”. – თქვა ვლადიმერ პუტინმა.