„ახალი ჩვენს პოზიციასა და გიორგი გახარიას განცხადებაში არაფერი არ იყო. რამდენიმე დღის წინ, რაც მან ინტერვიუში თქვა, არაერთხელ უთქვამს პერსონალურად. ჩვენი გუნდიც პოზიციაც იცით, რომ „ლელოს“ მუდმივად წარმატებას ვუსურვებთ. ასევე, ვუსურვებთ, რომ გადალახოს ბარიერი ისე, რომ არ „განაცდეს“. ჩვენი გუნდის სტრატეგიაა, რომ „ნაცებმა“ და „ქოცებმა“ ამ არჩევნებზე ჯამში 50%-ზე მეტი არ აიღონ და ამისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის გაძლიერების გარდა მნიშვნელოვანია, რომ სხვა ისეთი პარტიებიც გაძლიერდნენ, რომლებიც „ნაცმოძრაობასთან“ ან „ქართულ ოცნებასთან“ არ იქნებიან აფილირებული. ამიტომ, „ლელოს“ წარმატებები, ვუსურვებ, რომ ბარიერი ისე გადალახონ, რომ არ „განაცდნენ“
ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.