ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით ვხელმძღვანელობთ – პაპუაშვილი

“ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით ვხელმძღვანელობთ ” – აცხადებს, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

“ჩვენ ვხელმძღვანელობთ ერთის მხრივ, ჩვენი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით და უკრაინელი ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით. ამ პრინციპებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შესაბამისად გვერდში დაუდგება უკრაინას.

რაც შეეხება, რაში გამოიხატება ჩვენი გვერდში დგომა, თუკი დააკვირდებით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რაც არის საპატივცემულო, ის ამ რთულ ვითარებაშიც ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიმტკიცეს და კვლავ ხაზს უსვამს, რომ ომი არ უნდა იქნას დაშვებული და ყველანაირი ზომები უნდა იყოს გამოყენებული, რათა საერთაშორისო სამართლის პრინციპები აღსრულდეს”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა