“დღეს ამ მძიმე მემკვიდრეობის შემქმნელებს კვლავაც აქვთ სურვილი, არათუ პოლიტიკაში დარჩენის, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნების. რა თქმა უნდა, მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული, ვინაიდან, ბოლო 7 არჩევნებში ჩვენმა ბრძენმ მოსახლეობამ მტკიცედ უთხრა უარი ნაციონალურ მოძრაობას.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი მოძალადეები არათუ არასდროს უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, არამედ აღარ უნდა დარჩნენ პოლიტიკაში. ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი”
თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.