ჩვენი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა – საქართველოს საელჩო ისრაელში

ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადებით, საელჩოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა.

“ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

დღეს, იმ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს საელჩო მდებარეობს, ჩამოვარდა ჭურვი. ინციდენტის შედეგად საქართველოს საელჩოს შენობა არ დაზიანებულა.

დიპლომატიური წარმომადგენლობა მიჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ დადგენილ უსაფრთხოების ინსტრუქციებს და განაგრძობს მუშობას.
მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები”, – ნთქვამია განცხადებაში.