მე ვიცავ ოჯახის ფასეულობებსა და ქართულ ღირებულებებს, რაც არის თანასწორობა და ჩაგრულის დაცვა. და პროპაგანდა, ნებისმიერი სახით, არის ბოროტება. და რასაც თქვენ დღეს აქ აკეთებდით, ეს არის პროპაგანდა. პროპაგანდა თუ სადმე არის და ჩვენ გეკითხებით სად, უნდა დაასახლოთ ეს ადგილები. ასე ჰაერზე ლაპარაკი, არის პროპაგანდა, ტყუილიც, რადგან თქვენ თავად სწავლობდით საფრანგეთში და თქვენს შვილს ამერიკაში აგზავნით, რადგანაც ძალიან კარგად იცით, რომ უმაღლესი ხარისხის განათლებას მიიღებს. რასაც პოლიტიკაში ვსაუბრობთ და მაღალი ტრიბუნიდან, ისევე უნდა ვცხოვრობდეთ. მე რისიც მჯერა, თანასწორობის, ამას ვასწავლი ჩემს შვილს. თქვენ ჩვენი შვილების მომავლისთვის გინდათ საბჭოთა კავშირი, სადაც იჩაგრებიან ადამიანები, და საკუთარი შვილისთვის გინდათ უმაღლესი საუკეთესო განათლება აშშ-ში. ეს არის ფარისევლობა და პროპაგანდა, მეტი არაფერი.

თქვა პარლამენტში სიტყვი გამოსვლისას დეპუტატმა ხათუნა სამნიძე. დღეს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წლიურ მოხსენებას წარადგენს.