“ყველა ჟურნალისტს, ტელე, რადიო, ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის თითოეულ წარმომადგენელს გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს.
პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული, მაღალი პასუხისმგებლობისა და პროფესიული სტანდარტების დამოუკიდებელი მედია არსებითია დემოკრატიის ხარისხისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის.
ჩვენი ხელისუფლება გარანტად უდგას თავისუფალ, პლურალისტულ მედიაგარემოს. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გატარებული რეფორმების შედეგად მედიის თავისუფლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამ მხრივ საქართველო დღეს რეგიონში უდავო ლიდერია. ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ქართული მედია-სივრცის განვითარებისთვის”
წერია პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.