შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული დაძაბულობით – ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მელიას დაკავებაზე

“ჩვენმა მეგობრებმა ბევრს მიაღწიეს, უპასუხისმგებლობა იქნება ამის დაკარგვა “- ასე ეხმაურება,  ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას. მისი თქმით,  საქართველომ ბევრ წარმატებას მიაღწია და ამის დაკარგვა უპასუხისმგებლობა იქნებოდა.

“შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული დაძაბულობით. ჩვენმა მეგობრებმა ბევრს მიაღწიეს: მოწინავეები არიან ასოცირების შეთანხმების/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციაში, ასევე იყვნენ NATO-ს აქტიური პარტნიორები. უპასუხისმგებლობა იქნებოდა, ამ ყველაფრის დაკარვა. ყველა ლიდერმა თავშეკავება უნდა გამიჩინოს და პირველ რიგში სახელმწიფო ინტერესებით იხელმძღვანელონ”,- განაცხადა ლინკევიჩუსმა.