საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით, ცოტა ხნის წინ მათ სერვერებზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა.
“შესაბამისი სამსახურები ამ წუთებში ვითარებას სწავლობენ.
სავარაუდოდ კიბერშეტევის შედეგად, დაზიანდა ცენტრალური სასერვერო. მიმდინარეობს სარეზერვო სისტემაზე გადასვლა”,- აცხადებს პირველი არხი.