ჩვენ არ გვაქვს რეჟიმის შეცვლის სტრატეგია არც რუსეთში და არც სხვაგან – ბლინკენი

სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ აშშ-ს რუსეთიში რეჟიმის შეცვლის სტრატეგია არ აქვს. ის გამოეხმაურა ჯო ბაიდენის განცხადებას, რომ ვლადიმერ პუტინი “ვერ დარჩება ხელისუფლებაში”.

„ვფიქრობ, პრეზიდენტმა, თეთრმა სახლმა, წუხელ აღნიშნა, რომ, უბრალოდ, პრეზიდენტ პუტინს არ შეიძლება მიეცეს უფლება, აწარმოოს ომი ან ჩაერთოს აგრესიაში უკრაინის ან სხვა ვინმეს წინააღმდეგ“, – თქვა ბლინკენმა.

მისივე განმარტებით, პუტინის ცვლილება რუსი ხალხის გადასაწყვეტია.

„როგორც მოგეხსენებათ და როგორც გსმენიათ, არაერთხელ გვითქვამს, ჩვენ არ გვაქვს რეჟიმის შეცვლის სტრატეგია არც რუსეთში და არც სხვაგან.

ამ შემთხვევაში, როგორც ნებისმიერ შემთხვევაში, საქმე ეხება ქვეყნის მოსახლეობას, ეს არის რუსი ხალხის გადასაწყვეტი”, – აღნიშნა ბლინკენმა.

აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი და თქვა, რომ ” რუსეთის პრეზიდენტს რუსები ირჩევენ და ეს ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის”.