ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ჰოსპიტალურ სექტორში ადგილები აღარ დარჩა.
მისი თქმით, თუ საჭირო გახდება, საველე ჰოსპიტლები გაიშლება აჭარაში და იმერეთშიც.
“ჩვენ არ გვაქვს ჰოსპიტალურ სექტორში ადგილები. სწორედ აქედან გამომდინარე ვცდილობთ, გამოვიყენოთ ყველანაირი რესურსი, მათ შორის, საველე ჰოსპიტლებიც. მსგავსი დაგეგმვა მიმდინარეობს რეგიონულ ჭრილშიც. თუმცა ამ ეტაპისთვის უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში არის განსაკუთრებით კრიტიკული მდგომარეობა. გუშინ აჭარის და იმერეთის რეგიონშიც ჩვენ შევძელით პაციენტების კლინიკაში გადაყვანა. საჭიროების შემთხვევაში, იქაც არის მობილიზებული საველი ჰოსპიტლის რესურსი და 48 საათში მოხდება მათი გამართვა, თუ გახდება საჭირო”,– თქვა მინისტრმა.