ჩვენ არ დავთანხმდებით კონფლიქტის გაყინვას – ვოლოდიმირ ზელენკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა არ დათანხმდება რუსეთთან კონფლიქტის გაყინვას.

“ჩვენ არ დავთანხმდებით გაყინულ კონფლიქტს. მე მაშინ გავხდი პრეზიდენტი, როცა არსებობდა “მინსკი-1“, “მინსკი-2“ დოკუმენტები, ეს არ იყო სერიოზული დოკუმენტები. იყო შეთანხმებები ქაღალდზე. ეს იყო გაყინული კონფლიქტი, მე ამის წინააღმდეგი ვარ, ასეთი დოკუმენტი ნამდვილად არ გვექნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე განმარტებით, უკრაინას არ დაურღვევია მინსკის შეთანხმებები და არ გამოსულა მოლაპარაკებების პროცესიდან.

„მინსკის [შეთანხმებები] არ დაგვიტოვებია, რუსეთის ლიდერმა დატოვა 24 თებერვალს, ეს საჯაროდ თქვა და წამოიწყეს “სამხედრო ოპერაცია“, თუმცა გვესმის, რომ ეს არის ომი, სრულმასშტაბიანი შემოჭრა. ამიტომ უკრაინა ნამდვილად აღარ გადავა ასეთ დიპლომატიურ ჭაობში”,– თქვა ზელენსკიმ.