“ჩვენ არ მოვისვენებთ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს და არ აღდგება”–ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერი

Ukrainian Flag is raised at the EP building in Brussels

ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ხუთშაბათს, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის წლისთავის წინ.

“ჩვენ ვიზრუნებთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, საერთაშორისო კანონმდებლობა დაცული იყოს, რომ მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომ უკრაინა აღდგეს და სამართლიანობამ გაიმარჯვოს. იმ დღემდე ჩვენ არ არ მოვისვენებთ”, -წერია ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების  განცხადებაში.

“უკრაინა ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია. ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ, რომ  ყველამ, ვინც პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე და სხვა მძიმე დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილია რუსეთის აგრესიულ ომში უკრაინის წინააღმდეგ პასუხი აგოს.

ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ჰუმანიტარულად, ფინანსურად და სამხედრო თვალსაზრისით, მათ შორის ევროპული მრეწველობისგან სწრაფი კოორდინირებული შესყიდვების გზით“, – აცხადებენ ევროპელი ლიდერები.

„ჩვენ ასევე მხარს დავუჭერთ უკრაინის რეკონსტრუქციას, რისთვისაც ვეცდებით გამოვიყენოთ გაყინული და დაყადაღებული რუსული აქტივები ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.