საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ “რუსეთი არ უნდა დავამციროთ” რადგან ომის დასრულების შემდეგ დიპლომატიური გადაწყვეტები მოიძებნოს.
“ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რადგან როცა ბრძოლები შეწყდება, შევძლოთ, ავაშენოთ ხიდი დიპლომატიური გზებით. დარწმუნებული ვარ, რომ საფრანგეთის როლია, შეასრულოს მედიატორის როლი. მე პუტინს ვუთხარი, რომ უშვებს ისტორიულ და ფუნდამენტურ შეცდომას თავისი ხალხის, თავისი თავისა და ისტორიის წინაშე”. – აცხადებს მაკრონი.