ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი, საზღვრები და უსაფრთხოება – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
„გუშინ მოისმინეთ განცხადება იმის შესახებ, რომ ვაპირებთ მეტი რესურსის გამოყოფას იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, გავაძლიეროთ სამედიცინო და საინჟინრო შესაძლებლობები,რაც მნიშვნელოვანია საქართველოში მედეგობისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად. რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ არჩევანს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის თავად ქვეყნების ხელში და თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა განახორციელოს ეს,“- აღნიშნა ელჩმა.