ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები 4 წლის წინ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ, რომელსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
“როდესაც ჩვენ 19 წლის ახალგაზრდას გვიკლავენ, ეს არის მთლიანად ერის ტრაგედია. ჩვენ მოვედით და შევახსენეთ ეს იმ უწყებას, რომელმაც შეიწირა ახალგაზრდა თემირლანის სიცოცხლე. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, სამართალი აქ ვერ ვიპოვეთ საზოგადოებამ და ოჯახმა. სისტემა, რომელმაც ეს გააკეთა, თავის თავს რა თქმა უნდა, არ ამხელს ამ უმძიმეს დანაშაულში. ევროპის სასამართლო იხილავს უკვე ამ საქმეს და იმედს ვიტოვებთ, ვიბრძვით იმისთვის, რომ სამართალმა იზეიმოს”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.