ქართული ოცნების დეპუტატი, სპორტსმენი დავით კაჭარავა ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზთან სპორტული აქტივობები უნდა ტარდებოდეს, რათა “მეზობლებს შევურიგდეთ”.
“ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ძალიან ფეთქებადი რეგიონია კავკასია, მოგეხსენებათ… ადრე არსებობდა ასეთი პროექტი – გამყოფ ხაზთან სოფლებში იქმნებოდა გუნდები, სპორტული აქტივობები ტარდებოდა. მე მცირედით მივიღე ამაში მონაწილეობა და მახსოვს, ამ მოსახლეობის გაერთიანება სპორტული აქტივობების გარშემო.
მე ვფიქრობ, რომ ასეთი პროექტები დიდად დაეხმარება ჩვენს ქვეყანას გაძლიერებაში. მით უმეტეს, იმ სოფლებში და რეგიონებში, სადაც პრობლემაა და ჩვენ გვინდა, რომ შევურიგდეთ ჩვენს მეზობლებს და გავაერთიანოთ და გავამთლიანოთ საქართველო…”,– ამბობს კაჭარავა.