‘ჩვენ გვჭირდება საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია, უნდა მოვიდეს ლიდერების ახალი თაობა “- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა წაიკითხა.
,,აუცილებელია თითოეული ჩვენგანი ვემუშავოთ ახალგაზრდებს და ავუხსნათ ბევრი რამ. არანაირი თანამდებობის სურვილი არ მამოძრავებს. თუ ვინმეს დასჭირდება ჩემი რჩევა და გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარებ გარდამავალ, კოალიციურ საქართველის ხელისუფლებას როგორც ვუზიარებდი მთელი ეს წლები უკრაინის, ალბანეთის ან შუააზიის მთავრობებს. უნდა მოვიდეს ლიდერების სრულიად ახალი თაობა, მე დავკავდები ინვესტიციის მოზიდვებით ლაზიკაში და განათლებაში, უფრო თავისუფალი და მობილიზებული, ვიდრე ვიყავით. დღეს ბევრი ნიჭიერი და გენიალური ადამიანი შეიკრიბა პრეზიდენტის სასახლესთან, თქვენი მაგალითი მნიშვნელოვანია და მერწმუნეთ, თოვლის გუნდის ეფექტით მეტი და მეტი ხალხი შეგიერთდებათ. თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ, წამზომი ჩართულია და ბევრი დრო არ გრჩებათ! წარმატებები თქვენ და მთელ საქართველოს”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.