ჩვენ დაგვყარა და მიგვატოვა – წულუკიანი გახარიაზე

“ჩვენ დაგვყარა და მიგვატოვა მაშინ, როცა კანონი იყო დასაცავი”- ამის შესახებ, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ყოფილ პრემიერზე, გიორგი გახარიაზე,  მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

”მაგრამ უცბად მან მიიღო გადაწყვეტილება, შეცვალა ჩვენება, ასე რომ ვთქვათ, და გაგვაოცა ყველა. როგორც ჩანს, გაოცება მხოლოდ ჩვენი არ იყო და ბიძინა ივანიშვილი მის ამგვარ გასაოცარ საქციელს ღალატის ტოლფას ქმედებად აფასებს და რა ჰქვია ამ საქციელს თუ არა სწორედ ღალატი, იმედგაცრუება. ძალიან სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვა, მეც დამრჩა განცდა, რომ ლიდერმა უბრალოდ აიღო, ჩვენ დაგვყარა და მიგვატოვა მაშინ, როცა კანონი იყო დასაცავი.”- განაცხადა თეა წულუკიანმა.