ჩვენ ერთგულნი ვართ გადაწყვეტილების, რომ ჩვენი უფლებამოსილება უნდა შეწყდეს – ხათუნა სამნიძე

ჩვენ ერთგულნი ვართ გადაწყვეტილების, რომ ჩვენი უფლებამოსილება უნდა შეწყდეს – რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პირვანდელი გადაწყვეტილების ერთგულია.

“ჩვენი განცხადებები დევს პარლამენტში და ჩვენ ერთგულნი ვართ ამ გადაწყვეტილების, რომ ჩვენი უფლებამოსილება უნდა შეწყდეს. საქართველოს პარლამენტი და ქართული ოცნება იქცევა უკანონოდ, ეს ახალი არ არის ჩვენს რეალობაში. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არც კანონი აინტერესებს, არც საზოგადოებრივი აზრი, არც ოპოზიციის აზრი და არც პოლიტიკური კრიზისი, რომელზეც თვითონ არის პასუხისმგებელი და მუდმივად გაიძახის, რომ მას ჰყავს 150 წევრი პარლამენტში”, – განაცხადა სამნიძემ.