ჩვენ ვაკვირდებით იმ ქვეყნებს, რომლებიც რისკის ქვეშ არიან – ბლინკენი საქართველოსა და მოლდოვაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, სენატორ კრის კუნსის შეკითხვას პასუხოსბს და აღნიშნავს, რომ აშშ აკვირდება საქართველოსა და მოლდოვაში არსებულ ვითარებას.

სენატორმა კრის კუნსის კითხვა ენტონი ბლინკენს: ახლახან დავბრუნდი საქართველოდან. ბევრმა ჩვენგანმა გამოთქვა შეშფოთება მოლდოვასა და საქართველოსთან მიმართებით. ეს ქვეყნები დაახლოებით იმავე პოზიციაზე არიან, როგორშიც უკრაინა და მე ამაში ვგულისხმობ, რომ არც საქართველო და არც მოლდოვა არ არიან არც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოები. ეს ქვეყნები იღებენ უკრაინელ ლტოლვილებს და რა საფრთხეებს ხედავთ მოლდოვასა და საქართველოს მიმართ რუსული აგრესიის თვალსაზრისით?”.

ბლინკენმა სენატორ კრის კუნსის პასუხობს :  ”საქართველოსთან და მოლდოვასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ მე ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას ამ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომ ისინი მოწყვლად მდგომარეობაში არიან. ჩვენ მათთან ძალიან ახლო თანამშრომლობაში ვართ. მე ვიზიტით ვიმყოფებოდი მოლდოვაში რამდენიმე კვირის წინ. ჩვენ, გერმანიის კონფერენციის ეგიდით, მოვახდინეთ დამატებით 100 მილიონი დოლარის კონტრიბუცია მოლდოვაის დასახმარებლად. საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც თქვენს წინაშეა წარდგენილი, რამდენიმე იმართულებით ითვალისწინებს პროგრამების დაფინანსებას, მათ შორის კიბერუსაფრტხოების გაძლიერების, ეკონონიკური სტაბილიზაციისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას.

ჩვენ ვცდილობთ გავაერთიანოთ მოლდოვისა და უკრაინის ენერგეტიკული სისტემები ევროპასთან დადავაკავშიროთ ისინი ევროპული უსაფრთხოების ქსელთან, მაგრამ ამ მიმართულებით სამუშაოები ისევ რჩება. საქართველოსთან მიმართებით ასევე არის საკითხები და თუ დრო მექნება, მზად ვარ ამაზეც გესაუბროთ. აზრი, რომელიც თქვენ გააჟღერეთ, მართალია, ჩვენ ვაკვირდებით იმ ქვეყნებს, რომლებიც რისკის ქვეშ არიან და ჩვენ ვნახეთ გარკვეული შემთხვევები მოლდოვის შემთხვევაში, დნესტრისპირეთთან მიმართებაში და ჩვენ ამ გარემოებასაც ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით”.