ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც გაიმარჯვებს ბნელ მხარეზე, – ასე პასუხობს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ვაშაძე ბნელ, არასწორ მხარეს გადავიდა.
გიორგი ვაშაძემ თავისი პოსტისთვის ვარსკვლავური ომების ერთ-ერთი ცნობილი პერსონაჟის კაილო რენის ფოტო გამოიყენა.
მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა. „ფაქტია, რომ გადავიდა ბნელ მხარეს, არასწორ მხარეს. აქ ან უნდა იყოს შავი და თეთრი, ნათელი და სიბნელე. ადამიანი თუ გადადის ბნელ მხარეს, ის გადადის ბნელ მხარეს. არ ვიცი, ჩხარტიშვილმა გადაათრია, ვინ გადაათრია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.