“ბოლოს მინდა ვთქვა, რომ რომ არ იყოს რამე სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება, ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით, არ არის ვაქცინაცია სავალდებულო და არ გახდება ჩვენს ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაცია, ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი.
რა თქმა უნდა, მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, უნდა დავეხმაროთ, განვუმარტოთ, რომ ვაქცინაცია არის რეალურად გამოსავალი პანდემიის დასრულების და უნდა ითქვას, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან, ეს არის ყველაზე მთავარი არგუმენტი, რომელიც უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, ოჯახის წევრებს”
თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.