“სამწუხაროდ, უკრაინაში ომის აცილება ვერ მოხერხდა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგან ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები სრულმასშტაბიან კონფლიქტში რუსეთის ესკალაციის შესაჩერებლად და საერთაშორისო ნორმების დაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით ამ რთულ დროს”
წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტვიტერზე. ის ხელისუფლების მხრიდან პირველი წარმომადგენელია, რომელმაც ომს გამოეხმაურა.