“ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ”- განაცხადა, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ საკუთარი პარტიის პრეზენტაციაზე.
”დღეს ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის. ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ. დღეს ჩვენი გუნდი იწყებს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას საქართველოსთვის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, არავის წინააღმდეგ.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, საქართველოსთვის თავმჯდომარედ გიორგი გახარია აირჩიეს.