ჩვენ ვიქნებით პრო-ბიზნეს ხელისუფლება – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მაისის ბოლოს წარადგენენ სექტორების განვიტარების 10-წლიან გეგმას. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკურ კრიზისს ბიზნესის გარეშე მთავრობა ვერ დაძლევს.

„თქვენს გარეშე ჩვენ ამ გეგმას ვერ განვახორციელებთ. ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ თქვენი შენიშვნები, კრიტიკული მოსაზრებები. ღიად გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას, რომ ვიქნებით მაქსიმალურად გახსნილი, მოვისმენთ თქვენ რეკომენდაციებსა და რჩევებს.

მაგრამ მხოლოდ მთავრობა ამ პრობლემებს მარტო ვერ გადაწყვეტს, ვერ დავძლევთ იმ კრიზისა და პრობლემებს, რომლებიც წლების განმავლობაში არის დაგროვილი. კარგად გვესმის, რომ ჩვენ გვჭირდება პროგნოზირებადი გარემო, ბიზნესს დღეს სჭირდება სტაბილური გარემო. – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მისი ხელისუფლება “პრობიზნეს ხელისუფლება” იქნება.

“ჩემი მთავარი პოლიტიკა იქნება შემდეგი: მაქსიმალურად ღიად ვითანამშრომლებთ თქვენთან, ბიზნესთან. ჩვენ ვიქნებით ბიზნესზე ორიენტირებული, პრობიზნეს ხელისუფლება და მთავრობა, ვართ კიდევაც და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. ჩემი ხედვა არის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზნესს. რაც შეიძლება მინიმალური ბიუროკრატია, როგორც ცენტრალური მთავრობის დონეზე, ასევე რეგიონების დონეზე, სწრაფი გადაწყვეტილებები და ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა”,- თქვა პრემიერმა.

მანვე აღნიშნა, რომ სახელმწიფო, ბიზნესი და მოქალაქე უნდა გაერთიანდეს, რათა ქვეყანა გამოვიდეს კრიზისიდან.

ცნობისთვის, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე 58 215 ობიექტის ინსპექტირება განხორციელდა, მათგან კი 6 212-ს საქმიანობა შეუჩერდა.