ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო იქნება ქვეყანა, რომელიც ტურისტულ ინფრასტრუქტურას “სხვაზე ადრე აღადგენს”. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
“მე მოვერიდები პროგნოზის გაკეთებას, რადგან შიდა ტურიზმი, ალბათ, უფრო სწრაფად ამოქმედდება. ამ წლის ბოლომდე ველოდებით, რომ თუ ყველანი დისციპლინირებულად მოვიქცევით გვექნება შესაძლებლობა, რომ წავახალისოთ ჩვენი ტურიზმი. დანარჩენი კი, რა თქმა უნდა, არის მსოფლიოში მიმდინარე ვითარებაზე დამოკიდებული”, — აღნიშნა მინისტრმა