საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს:
“დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა!
უკრაინელმა ერმა მსოფლიოს აჩვენა თავისი ღირსეული ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. საქართველო და უკრაინა ახლო, მოძმე ერები არიან მსგავსი ბრძოლით. ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი. და ჩვენ ყოველთვის ერთად ვიდგებით. დიდება უკრაინას!”– წერს სალომე ზურაბიშვილი.