ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით, ნაციონალური მოძრაობა ცდილობდა მათთვის “უნიათოს” სტატუსი მიეკერებინა, რაც სიმართლე არ არის.
მისი თქმით, ენმ-ს სურდა, ეს ქცეულიყო ქართული ოცნების მთავარ მახასიათებლად, ზედსართავ სახელად, რადგან მათ “ვერაფერი გაათეთრებდათ” და ოცნება უნდა გაშავებულიყო.
“ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვასწორებდით მათ გამრუდებულს, ამიტომ შეგვრაცხეს უნიათოებად, თუმცა მათ გასაკვირად, სიცრუემ არ იმუშავა. გამჭრიახმა ქართველმა ხალხმა სატყუარა არ მიიღო და ზედიზედ 5 არჩევნებში უარი უთხრა ნაციონალურ მოძრაობას”, — განაცხადა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, “უნებლიეთ შეცდომით” – გავრილოვის სკამში ჩაჯდომით ოპოზიციამ ისარგებლა და პარლამენტზე შტურმი სცადა.
“პერმანენტული მარცხით გაწბილებულებმა, სხვა გზა რომ ვერ ნახეს, ბოროტად ისარგებლეს ხელისუფლების უნებლიე შეცდომით აღელვებული ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტით და მათ ხარჯზე სცადეს არალეგიტიმური გზით ძალაუფლების დაბრუნება. საქართველოს პარლამენტზე მიიტანეს ძალადობრივი შტურმი. სახელმწიფომ გაუძლო ამ გამწოვევას და აღკვეთა ამბოხი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.