არასოდეს გვიმოქმედია ივანიშვილის დღისწესრიგით, რა თქმა უნდა, არც ახლა არ ვაპირებთ.
ჩემთვის აბსოლიტურად უმნიშვნელოა რას ბოდავს კობახიძე ან მისი ნებიმიერი კრიმინალი კოლეგა, ჩვენ პოლიტიკოსი, იმიტომ არ გვქვია და პოლიტიკური პარტია, იმიტომ არ გვქვია, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა ასე ან კობახიძემ. ამ პარტიების უკან დგას ასობით მებრძოლი ადამიანი და კიდევ ათასობით მხარდამჭერი, რომელიც მხარს უჭერს ან პარტია დროას, ან კოალიცია ცვლილებისთვის.
პოლიტიკურ ლეგიტიმაციას არ გვანიჭებს ავტორიტარი და დიქტატორი ივანიშვილი, პოლიტიკურ ლეგიტიმაციას გვანიჭებს ქართველი ხალხი, ასევე ჩვენი სინდისი და ღირებულებითი სისტემა, რომელიც ამ ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას გულისხმობს, ნორმალური, სტაბილური, მშვიდობიანი ვითარების შექმნას, კეთილდღეობის მოტანას ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის, მათ შორის, ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვისაც, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
ეს არის ის ღირებულებები, ფასეულობები და იდეალები, რაზეც დგას ჩვენი ბრძოლა, ამიტომ ამ რუს ოლიგარქს შეუძლია ფურცლებით ითამაშოს რაც უნდა, არცერთი წამით ეს ბრძოლა არათუ არ შეჩერდება, მე ვფიქრობ, რომ პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, საზოგადოებადი ნდობა ამ პარტიების მიმართ გაიზრდება, რამდენადაც საზოგადოება დაინახავს, რომ ივანიშვილის ამ დიქტატორულ რუსულ გეგმებს ხელს უშლიან კონკრეტული ადამიანები ან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები.