”დღეს უკრაინას უჭირს და უკრაინას შეეწირნენ. თუ მსოფლიოს საკითხი გაინტერესებთ, მიამიტი არ ვარ. ვიცი პოლიტიკაში, დიპლომატიაში რა ხდება. არც დიპლომატიურად ვისაუბრებ და არც როგორც პოლიტიკოსი. როგორც სასულიერო პირი ისე გეუბნებით, რომ სხვა ქვეყნებში წყდება თუ რა იქნება შემდგომ. ჩვენ რომ ვინმემ მოგვაკითხოს ჩვენ არ ვიბრძოლებთ?! მეც ვიბრძოლებ. უკრაინაში პირველ რიგში იბრძვიან იმისთვის, რომ მტერი შეუვარდათ. მე გეუბნებით, სადაც წყდება მსოფლიოს ბედი, პირველ რიგში, ზეცაში წყდება, დედამიწაზე წყდება უდიდეს სახელმწიფოებს შორის. სამწუხაროდ, სანამ პოლუსები იქნება, იქამდე იქნება ასეთი საშინელი რამ“

ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებთან რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.