მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა იცის და ფოტოც აქვს. მისი თქმით, თავდამსხმელი სენაკის მეორე ბრიგადიდან ახალი წასულია.
“ჩვენ გვაქვს უკვე ნამდვილი დამნაშავის ფოტო და ვინაობაც. იმის ფოტო და ვინაობაც გვაქვს, ვისი შემოტენაც უნდა სუსს, როგორც დამნაშავის – მეტრანახევარი წიწილივით კაცის.
დამნაშავე ახალი წასულია სენაკის მეორე ბრიგადიდან. ხვიბლიანი რომ შემთხვევით მოხვდა ბანკში, ეგ ისტორია რომ მორჩა, იმედია ხვდებით.
ასე რომ, მოვრჩით ჩვენ გამოძიებას, საქმე გახსნილია და გავასაჯაროვებთ შედეგებს. ახლა თვალის სკანირებას გავაკეთებთ შეცდომის სრულიად გამოსარიცხად, თუ ფოტომ მოგვცა ამის შესაძლებლობა”,– წერს გვარამია.
ცნობისთვის, დღეს შსს–მ განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოახდინეს.